"ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება"

ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ (ბრიჯი) საქართველოში მოქმედი სწრაფად მზარდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სიღარიბის და გაჭირვების დასაძლევად.

„ბრიჯი “2015 წელს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით დაფუძნდა და ახორციელებს პროგრამებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაძლიერების და განსაკუთრებულად სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვის და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.

ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს ადვოკატირებისა და პოლიტიკის მონიტორინგის სფეროში, ასევე სხვადასხვა პოლიტიკის დაგეგმვისას მოსახლეობის ღარიბი ფენების ინტერესებისა და გენდერული ასპექტების ინტეგრირების გამოცდილებას. ამასთან, საგანგებო ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა სტრატეგიების „ქვევიდან ზევით“ შემუშავების პრინციპს, ადგილობრივი აქტორების პოტენციალის განვითარებას, მათ გაძლიერებას და მეტად ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.

 

ჩვენი გუნდი



სიახლეები

ყველის ზეიმის დღე ლურჯ ალავერდში

ყველის ზეიმის დღე ლურჯ ალავერდში
27 ნოემბერი 2021

2021 წლის 27 ნოემბერს, სოფელ ალავერდში "ლურჯი ალავერდის" ტერიტორიაზე, ბრიჯის გუნდმა გამართა "ყველის ზეიმის დღე". ღონისძიება მოეწყო პროექტის: „ხარისხიანი ყველის ღირებულების ჯაჭვისა და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.

ნარჩენების მართვის ტრენინგი

2020 წლის 18 სექტემბერს ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და... ვრცლად

ბუნებბრივი კატასტროფების რისკის შემცირება

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე 2019... ვრცლად

მონიტორინგ ვიზიტი წალკის მუნიციპალიტეტში

  2019 წლის 24 სექტემბერს ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების... ვრცლად