"ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება"

ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ (ბრიჯი) საქართველოში მოქმედი სწრაფად მზარდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სიღარიბის და გაჭირვების დასაძლევად.

„ბრიჯი “2015 წელს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით დაფუძნდა და ახორციელებს პროგრამებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაძლიერების და განსაკუთრებულად სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვის და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.

ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს ადვოკატირებისა და პოლიტიკის მონიტორინგის სფეროში, ასევე სხვადასხვა პოლიტიკის დაგეგმვისას მოსახლეობის ღარიბი ფენების ინტერესებისა და გენდერული ასპექტების ინტეგრირების გამოცდილებას. ამასთან, საგანგებო ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა სტრატეგიების „ქვევიდან ზევით“ შემუშავების პრინციპს, ადგილობრივი აქტორების პოტენციალის განვითარებას, მათ გაძლიერებას და მეტად ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.

 

ჩვენი გუნდი



სიახლეები

მედეგობის ფორუმი

მედეგობის  ფორუმი
29 ნოემბერი 2018

2018 წლის 29 ნოემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ “გადავარჩინოთ ბავშვები “(Save the Children) ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებასთან თანამშრომლობით გამართა მორიგი „ეროვნული მედეგობის ფორუმი“, რომლის მიზანი იყო მედეგობის პლატფორმის სამუშაო პროცესში აკადემიური და სამეცნიერო წრეების ჩართვა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადაემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულები არიან ბუნებრივი კატატსტროფების რისკის შემცირების საქმიანობებში.

მედეგობის პლატფორმის გააერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, სამეცნიერო წრეებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს. პლატფორმა იმუშავებს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების, პრიორიტეტების განსასაზღვრის და კონკრეტული ამოცანების გახორციელების მიმართულებით.
პლატფორმის ამოქმედებით, საქართველოში იწყება “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული პლატფორმის” ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც გაერო-ს კატასტროფის რისკის შემცირების ოფისის (UNISDR) სტანდარტების მიხედვით იქნება შექმნილი.

აღნიშნული ფორუმი გაიმართა პროექტის „კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინასებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფისის მიერ და ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში. პროექტი კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ძირითადი მიზანია DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, წინა ოთხი ფაზის განმავლობაში მიღწეული საუკეთესო პრაქტიკისა და მოდელების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში

ადვოკატირების ეროვნული ფორუმი

2018 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ბეტსიში... ვრცლად

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

2018 წლის 12 ოქტომბერს თბილისი მოლში ბრიჯ ინოვაცია და... ვრცლად

„ეროვნული მედეგობის პლატფორმის“ პრეზენტაცია.

2018 წლის, 24 სექტემბერს სიტუაციების მართვის სამსახურმა და... ვრცლად