სიახლეები

ნარჩენების მართვის ტრენინგი

ნარჩენების მართვის ტრენინგი

2020 წლის 18 სექტემბერს ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და განვითაერბა“-მ გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-თან ერთად ჩაატარა ტრენინგი ნარჩენების მართვაზე სოფელ ალავერდის და სოფელ არგოხის ქალთა კოოპერატივების წევრთათვის. შეხვდრა ძალზედ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო მონაწილე ქალბატონებისათვის რადგანაც მათ მიეცათ საშუალება ესაუბრათ საერთო პრობლემებზე და რაც მთავარია გამოემუშავებინათ ერთობლივი რეკომენდაციები  ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის, კერძოდ სამშენებლო ნარჩენებისათვის ტერიტორიის გამოყოფა.

იმავავე დღეს, კარიტას პოლონეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბიზნესი ბიზნესს“-ის ფარგლებში, ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და განვითერბა“-მ მოაწყო გაცნობითი შეხვდრა 2 ადგილობრივ ბენეფიციარ ორგანიზაციებს შორის, ესენი გახლავთ: დღის/ზრუნვის ცენტრი „მედინა 2015“ პანკისის ხეობიდან და ქალთა კოოპერატივი „ლურჯი ალავერდი“ სოფელ ალავერდიდან. „მედინა 2015“ წევრებმა, მასწავლებლებმა და ცენტრის ბენეფიციარებმა, ჩაატარეს პანკისური ხინკლის მომზადების მასტერკლასი. დეგუსტაციის დროს 3 სოფლის ქალებმა ისაუბრესს კახური, თუშური და პანკისური სამზარეულოს მრავალფეროვნებასა და თანამშრომლობის შესახებ. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა სიფელ არგოხში. ეს დღეს განსაკუთრებული გამოვიდა მონაწილე ქალბატონებისათვის, რადგანაც მსგავსი შეხვედრები იშვიათობას წარმოადგენს ამ სოფლების ცხოვრებაში.

  • AGAJ