ბიზნესი ბიზნესს, მოდელის განვითარება

ბიზნესი ბიზნესს, მოდელის განვითარება

2020 წლის 15 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“-მ განახორციელა კარიტას პოლონეთის მიერ დაფინანსებული პროექტი „ბიზნესი ბიზნესს“ მოდელის განვითარების მხარდაჭერა ახმეტის მუნიციპალიტეტეში. პროექტის მიზანი გახლდათ ორი ადგილობრივი ბენეფიციარი ორგანიზაციის, დღის-ზრუნვის ცენტრი „მედინა 2015“ პანკისის ხეობიდან და ქალთა გაერთიანება „ლურჯი ალავერდი“ სოფელ ალავერდიდან, გაძლიერება და მათ შორის ერთობლივი ბიზნესის ჩამოყალიბების შესაძლებლობის შექმნა.

მიუხედვათ იმ ფაქტისა რომ პროექტი ხორციელდებოდა კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, მის განხორცილებაში ჩართული თითოეული პარტნიორის ძალისხმევითა და მონდომებით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწული, ესენია:

დღის-ზრუნვის ცენტრ „მედინა 2015“-ს, რომელსაც პროექტის დაწყებამდე ჰქონდა რამოდენიმე სარეაბილიტაციო გაკვეთილები დაემატა კიდევ ერთი კულინარიული, კერძოდ, ხინკლის მომზადება რომელიც იმავ დროულად წარმოადგენს შემოსავლის მიღების წყაროს ორგანიზაციისათვის. პროდუქტი რომელიც შშმპ ბენეფიციარების მიერ მზადდება ჰქვია „ხინკალი პანკისიდან“ და გაიყიდება სოფელ ალავერდში ქალთა გაერთიანება „ლურჯი ალავერდის“ კაფეში;

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დღის-ზრუნვის ცენტრი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით რაც საშუალებას იძლევა ორგანიზაციას ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფო დაფინანსებაზე;

სოფელ ალავერდის ქალთა გაერთიანებამ “ლურჯი ალავერდი” ბრიჯის დახმარებით პროექტის ფარგლებში შეიძინა და აღჭურვა კაფე თავის სამზარეულოთი, რომელიც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით კაფის გახსნა/ამუშავება დაიგეგმა 2021 წლის გაზაფხულისთვის;

ორივე ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის წევრებმა და ბენეფიციარებმა გაიუმჯობესეს უნარ-ჩვევები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: კულინარია, მეწარმეობა, სურსათის უვნებლობა, ბიზნეს პარტნიორობა, მარკეტინგი, თანხების მოძიება, ა.შ. მოცემული უნარ-ჩვევების გამოყენება/დემონსტრირება მოხდა პროექტის განხორციელებისას;

პროექტის ინტერვენციების შედეგად „მედინა 2015“ და „ლურჯუ ალავერდი“-ის წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი სტიმული და წახალისება, რაც გამოიხატა უფრო მეტი ახალი ინიციატივების გენერირებაში. ერთერთი მათგანი გახლავთ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ონლაინ გაყიდვები. კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ონლაინ გაყიდვები საშუალებას მისცემს ორივე ადგილობრივ პარტნიორს მიიღოს სტაბილური შემოსავლები. პარტნიორები გეგმავენ ერთობლივად განახორციელონ თანხების მოძიება.

  • AGAJ