ყვავილების კულტივაცია ქალთა კოოპერატივებისთვის

ყვავილების კულტივაცია ქალთა კოოპერატივებისთვის

ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და ქალთა და მამაკაცთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით მცხეთა მთიანეთის  რეგიონში ახორციელებდა საპილოტე  პროექტს  ქალთა ორი კოოპერატივისთვის, რომლებთანაც  ბრიჯს  მსგავსი პროექტის ფარგლებში  უკვე  ქონდა წარმატებული თანაშრომლობის გამოცდილება. პროექტი დაფინანსებულია  შვეიცარიის განვითარების  ფონდის მიერ.  

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბრიჯმა ხელი შეუწყო კოოპერატივის წევრების შესაბამისი ცოდნა აღჭურვას, რათა  მათ შეძლონ  თავიანთი ეკონომიკური აქტივობის დივერსიფიკაცია ყვავილების კულტივაციის გზით. ბრიჯმა უზრუნველყო  კოოპერატივებისთვის სათბურების მონტაჟი და მაღალი ხარისხის სანერგე მასალების მიწოდება, ასევე კოოპერატივის წევრების  სათანადო უნარ-ჩვევების განვითარება. ბრიჯი  დაეხმარა კოოპერატივის წევრებს  შესაბამისი ბაზრის კვლევაში და ყვავილების წარმოებისთვის საჭირო ღირებულებათა ჯაჭვის შექმნაში.

პროექტის შედეგად ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა, რომლებიც ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირები და მოწყვლადი ჯგუფები იყვნენ,  შეძლეს  თავიანთი შემოსავალის გაზრდა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

  • AGAJ