სიახლეები

ბუნებბრივი კატასტროფების რისკის შემცირება

ბუნებბრივი კატასტროფების რისკის შემცირება

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

2019 წლის 13 ოქტომბერს თბილისი მოლში ბრიჯ ინოვაცია და განვითარებამ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად „გადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ და სხვა კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღნიშნა.

კატასტროფის რისკის საერთაშორისო დღე წელს უკვე მეხუთედ აღინიშნა და ღონისძიება მიზნად ისახავდა კატასტროფის რისკის შემცირებისა და მასზე რეაგირების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას საქართველოში. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა სხვადასხვა სახის გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

მონაწილე ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მათ მიერ კატასტროფის რისკის შემცირების თვალსაზრისით გაწეული საქმიანობის ამსახველი პუბლიკაციები, კვლევები, ვიდეო რგოლები.

ბავშვებისთვის დაიდგა საცოცი კედელი, სადაც საგანგებოს სიტუაციების სამსახურის მეხანძრე მაშველები უსაფრთხოების დაცვის სათანდო ზომების დაცვით ეხმარებოდნენ ბავშვებს სიმაღლის დაპყრობაში,მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ იმიტირებულ სამაშველო ოპერაციასაც დასწრებოდნენ, მიეღოთ მონაწილეობა და დაეთვალიერებინათ მეხანძრე-მაშველების ტექნიკა და მათი სრული აღჭურვილობა.

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1989 წელს დაარსდა და საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.

  • AGAJ