"ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება"

ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ (ბრიჯი) საქართველოში მოქმედი სწრაფად მზარდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სიღარიბის და გაჭირვების დასაძლევად.

„ბრიჯი “2015 წელს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით დაფუძნდა და ახორციელებს პროგრამებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაძლიერების და განსაკუთრებულად სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვის და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.

ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს ადვოკატირებისა და პოლიტიკის მონიტორინგის სფეროში, ასევე სხვადასხვა პოლიტიკის დაგეგმვისას მოსახლეობის ღარიბი ფენების ინტერესებისა და გენდერული ასპექტების ინტეგრირების გამოცდილებას. ამასთან, საგანგებო ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა სტრატეგიების „ქვევიდან ზევით“ შემუშავების პრინციპს, ადგილობრივი აქტორების პოტენციალის განვითარებას, მათ გაძლიერებას და მეტად ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.

 

ჩვენი გუნდი



სიახლეები

მედეგობის ფორუმი ბათუმში

მედეგობის ფორუმი ბათუმში
29 იანვარი 2019

 

2019 წლის 28 იანვარს, ორგანიზაციამ გადავარჩინოთ ბავშვები, ბრიჯ - ინოვაცია და განვითარებასთან, შავი ზღვის ეკო-აკადემიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით, ჩაატარა მედეგობის ფორუმი ბათუმში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში მომუშავე ადგილობრივი, საერთაშორისო და კერძო სექტორის ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა დამსწრეებს წარუდგინეს პრეზენტაციები აჭარის მედეგობის შექმნასა და ინსტიტუზიონალიზაციის და მედეგობის, როგორც სხვადასხვა სფეროს მომცველი კონცეფციის შესახებ, კატასტროფის რისკის შემცირების განათლების კომპონენტის შესახებ და ასევე მოხდა პროექტის საბოლო შედეგების შეჯამება.
მედეგობის პლატფორმა თავდაპირველად შეიქმნა აჭარაში ოქსფამისა და ბრიჯ ინოვაცია და განვითარებისა და შავი ზღვის ეკო აკადემიის ხელშეწყობით, მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით პლატფორმა გაფართოვდა ეროვნულ დონეზე, რომელსაც კოორდინაციას მომავალში გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
პლატფორმა არის მულტისექტორული და აერთიანებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამეცნიერო წრეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორს.
ღონისძიება ჩატარდა „კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფისის მიერ და ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში.

მედეგობის ფორუმი

2018 წლის 29 ნოემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის... ვრცლად

ადვოკატირების ეროვნული ფორუმი

2018 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ბეტსიში... ვრცლად

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

2018 წლის 12 ოქტომბერს თბილისი მოლში ბრიჯ ინოვაცია და... ვრცლად