ჩვენი გუნდი

ნინო გვიანიშვილი

დამფუძნებელი და საერთო კრების წევრი

ნინო გვიანიშვილი

ნინო გვიანიშვილი „ბრიჯის“ დამფუძნებელი და საერთო კრების წევრი, ამჟამად მუშაობს "ბრიჯის" კომუნიკაციებისა და კამპანიის ხელმძღვანელად და აქვს თექვსმეტწლიანი გამოცდილება შიდა და გარე კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. მისი კომპეტენცია მოიცავს პროექტის მართვას, ბრენდის განვითარებას, ვებ-გვერდის დიზაინს/მართვას, სოციალური და ციფრული მედიისა და  სხვადსხვა ღონისძიებების მართვას. ნინომ 2007 წელს დაიწყო „ოქსფამში“ მუშაობა. მანამდე ის მოღვაწეობდა სახელმწიფო, კერძო და განათლების სექტორში. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, ნინო აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. მას აქვს დიდი გამოცდილება მასმედიასთან ბრიფინგების ჩატარებაში, ჟურნალისტების ტრენინგების ორგანიზებაში, სარეკლამო კამპანიების მართვისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებაში.  

ნინო ფლობს მაგისტრის ხარისხს ინგლისურ ენაში (უცხო ენების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თარჯიმნის დიპლომს და  აშშ-ში, ქ. ვაშინგნოტში CLS -ის  სტრატეგიული კომუნიკაციის ტრენინგის საერთაშორისო კურსების სერტიფიკატს, ასევე   ბიზნესის სკოლა  ESM-ის „მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის“ კურსების სერტიფიკატს და გავლილი აქვს მასტერ-კლასები ფოტოგრაფიაში და ციფრულ მედიაში.  

  • AGAJ