ჩვენი გუნდი

ლევან დადიანი

დამფუძნებელი და საერთო კრების წევრი

ლევან დადიანი

ლევან დადიანი, „ბრიჯის“ დამფუძნებელი და საერთო კრების წევრი არის პროფესიონალი მენეჯმენტის  დარგში, კერძო და სახელმწიფო სექტორში მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილებით. თავისი კარიერის განმავლობაში მან შეიძინა უნარები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის,  აგრობიზნესში ინვესტირების პროექტების შემუშავება და განხორციელება, სოფლად განვითარების და ბიზნესის კონსულტირება, სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების და დაფინანსების მართვა  კრედიტების და გრანტების შესაბამისი მექანიზმების საშუალებით, განვითარების პროგრამების/პროექტების ბიუჯეტების მართვა, პერსონალის და ანგარიშგების სხვადასხვა საჭიროებების ზედამხედველობა. ამჟამად, როგორც „ოქსფამ-საქართველოს“ სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, ბ-ნი ლევან დადიანი ზედამხედველობას უწევს სოფლის მეურნეობასთან  და სოფლად საარსებო სახსრების წყაროების განვითარებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის განხორციელებას.

პროგრამის მენეჯერად მუშაობის დაწყებამდე ბ-ნი დადიანი მუშაობდა ოპერაციების მენეჯერად საქართველოს ყველაზე მსხვილ აგრობიზნეს საწარმოში,  შპს „აგრიჯორჯიაში“  (კომპანია „ფერეროს“ ფილიალი) და მართავდა კომპანიის აგრონომიულ, მექანიზაციის, მშენებლობის, ლოჯისტიკის, შესყიდვების და საწყობების განყოფილებებს.

ზემოაღნიშნულზე ადრე  ბ-ნი დადიანი იყო აღმასრულებელი დირექტორი. შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში  „საქართველოს მთის ფედერაცია“, რომლის  საქმიანობის სფეროს მთიანეთის მდგრადი განვითარება წარმოადგენდა. ამ თანამდებობაზე მუშაობისას ბ-ნმა დადიანმა შეიძინა მონიტორინგის, შეფასების და ანალიზის, ასევე სოფლად ბიზნესების დაგეგმვის და თემების პოტენციალის განვითარების  სფეროში მონაწილეობაზე დაფუძნებული პროცესების მართვის  ძირითადი უნარები.  აღნიშნულის გარდა, ბ-ნ ლევან დადიანს აქვს ეროვნულ და საერთაშორის დონეზე სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის სფეროში მუშაობის ფართო გამოცდილება. ეს გამოცდილება მან შეიძინა იტალიაში  საქართველოს საელჩოს პირველ მდივნად მუშაობისას, როდესაც  პასუხისმგებელი იყო რომში განლაგებულ გაეროს სასოფლო-სამეურნეო  ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მოღვაწეობისას.  

  • AGAJ