ჩვენი გუნდი

ანა კვინტრაძე

საერთო კრების წევრი

ანა კვინტრაძე

ანა კვინტრაძე „ბრიჯის“ წევრია და  ორგანიზაციაში მისი მოვალეობებია:

(ა) ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების, ძირითადი მიმართულებების და სამუშაო გეგმების განსაზღვრა; (ბ) ორგანიზაციის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.

ანას აქვს რვაწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სოციალური და შეფასებითი კვლევის მართვის და ანალიზის სფეროში. ანა მუშაობდა  "ოქსფამში" მონიტორინგის და შეფასების კოორდინატორის პოზიციაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სასურსათო  უსაფრთხოების პროექტში. მას ასევე აქვს გამოცდილება  სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერის პროექტის მართვაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) და  კვლევითი ორგანიზაცია ”ACT research”-ის  მიერ განხორციელებული სოციალური კვლევების სხვადასხვა სფეროში. ეს სფეროები მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, გენდერული ასპექტების, სოფლის მეურნეობის და საარსებო სახსრების,  ბიზნეს-გარემოს, დასახლებების ინფრასტრუქტურის, შინამეურნეობების  კვლევისა და  სხვა საკითხებს. 

ანას აქვს თვისებრივი, რაოდენობრივი და კომბინირებული მეთოდიკის გამოყენებით კვლევის და ანალიზის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება. მას ასევე აქვს კომპლექსური და რამდენიმე  ქვეყნის მონაწილოებით განხორციელებული  პროექტების ხელმძღვანელობის, კოორდინაციის და მართვის შესანიშნავი უნარები.  მისი კოორდინაციით განხორციელებულ პროექტებს მიღებული აქვს მაღალი შეფასება გარე აუდიტორისგან (IMPAQ International). 

ანა, რომელიც ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიაში,  ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. ის მიწვეულია კვლევის მეთოდოლოგიის  ლექტორად კავკასიის უნივერსიტეტში.   

მშობლიური ქართული ენის გარდა, ანა სრულყოფილად  ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

  • AGAJ