ჩვენი გუნდი

ქეთევან გეთიაშვილი

დამფუძნებელი და გამგეობის წევრი

ქეთევან გეთიაშვილი

ქეთევან (ქეთი) გეთიაშვილი არის  „ბრიჯის - ინოვაცია  და განვითარება“ (BRIDGE– Innovation and Development) დამფუძნებელი და ბორდის წევრი. ორგანიზაციაში მისი ფუნქციებია: (ა) ორგანიზაციის   სტრატეგიული მიზნების, ძირითადი მიმართულებების და სამუშაო გეგმების  განსაზღვრა; (ბ) ორგანიზაციის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.

ქ-ნ ქეთევან გეთიაშვილს აქვს ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების მენეჯმენტის  23 წლიანი  გამოცდილება ისეთი თემატიკის გარშემო როგორიცაა: სოფლად მდგრადი ეკონომიკური განვითარება, მიკროფინანსები,  მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, სათემო ჯანმრთელობის დაცვა, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება, აქტიური მოქალაქეობის/დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება ა.შ.

ქ-ნი ქეთევან გეთიაშვილი 15 წელია მუშაობს  „ოქსფამ - დიდი ბრიტანეთის “ (Oxfam GB) საქართველო პროგრამის დირექტორად და აქვს ლიდერობის, პერსონალის მენეჯმენტის და   ორგანიზაციის წარმომადგენლობის ჩინებული უნარები, ასევე დონორებთან ურთიერთობის და კონტრაქტებს მართვის კომპეტენცია. გლობალური განვითარების  მიმართ დიდი ინტერესიდან  გამომდინარე ქ-ნი ქეთევანი  მუშაობდა  მრავალ ქვეყანაში, ტაჯიკეთის და იემენის ჩათვლით. შესაბამისად, მას შეუძლია ისარგებლოს საერთაშორისო განვითარების პერსპექტივების და მიდგომების ფართო სპექტრის გამოცდილებით. 

ქ-ნი ქეთევან გეთიაშვილი გახლდათ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ასევე, საქართველოს მთავრობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და  სათემო  ჯანმრთელობის დაცვის ფონდის გამგეობის წევრიც. ეს ფონდი პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას უწევს ზუგდიდი რაიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

ქ-ნ ქეთევან გეთიაშვილს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალიზირებული კურსი, Vienna International, 1991), მაგისტრის ხარისხი ლინგვისტიკაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1984) და გავლილი აქვს ტრეინინგები გენდერული თანასწორობის საკითხებში, ბაზარზე ხელმისაწვდომობის  გაზრდა (M4P), თემის მედეგობის გაძლიერება ა.შ. 

ქეთევან გეთიაშვილი მშობლიური ქართული ენის გარდა, სრულყოფილად  ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

  • AGAJ