სიახლეები

ადვოკატირების ეროვნული ფორუმი

ადვოკატირების ეროვნული ფორუმი

2018 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ბეტსიში ორგანიზაცია ბრიჯ - ინოვაცია და განვითარების ორგანიზებით გაიმართა ადვოკატირების ეროვნულ ფორუმი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქედის, შუახევის, ხულოს, დუშეთის, თიანეთისა და თელავის მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, შავი ზღვის ეკო-აკადემიის (BSEA) წარმომადგენლები.

ფორუმზე მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკომისიის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარულ ოპერაციათა დირექტორატის (ECHO) პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კატასტროფის რისკის შემცირების პროექტის 5 ფაზის განმავლობაში საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში განხორციელებულ საქმიანობებზე, არსებულ გამოწვევბზე და პროექტის ფარგლებში კატასტროფის რისკის შემცირების რესურს-ცენტრების მდგრადობასა და სამომავლო გეგმებზე. შეთანხმდნენ რომ გააგრძლებენ ადვოკატირებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან რესურს ცენტრების შენარჩუნებაზე რათა 2010 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში მიღწეული საუკეთესო შედეგების, პრაქტიკის და მოდელების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება მოხდეს საქართველოს ყველა რეგიონში.

ფორუმი გაიმართა პროექტის „კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინასებულია ევროკომისიის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარულ ოპერაციათა დირექტორატის მიერ და ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში ორგანიზაცია Save The Children - თან პრტნიორობით.. პროექტი კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ძირითადი მიზანია DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, წინა ოთხი ფაზის განმავლობაში მიღწეული საუკეთესო პრაქტიკისა და მოდელების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

  • AGAJ