სიახლეები

„ეროვნული მედეგობის პლატფორმის“ პრეზენტაცია.

„ეროვნული მედეგობის პლატფორმის“ პრეზენტაცია.

2018 წლის, 24 სექტემბერს სიტუაციების მართვის სამსახურმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ “გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children)  ბრიჯ-ინოვაცია და  განვითარებასთან თანამშრომლობით გამართა „ეროვნული მედეგობის პლატფორმის“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო  ორგანიზაციები,  რომლებიც ჩართულები არიან  ბუნებრივი კატატსროფების რისკის შემცირების  საქმიანობებში.

დამსწრეებს გააცნეს სახელმწიფოს საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ახალი მოდელი და  ეროვნული მედეგობის პლატფორმის სამუშაო აღწერილობა.

„ეროვნული მედეგობის პლატფორმა“ წარმოადგენს საკოორდინაციო მექანიზმს, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით პრიორიტეტებისა და კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად.

ღონისძიებას   ასევე ესწრებოდნენ  აჭარიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ წარმომადგენლები, რომლებმაც  დამსწრეებს გაუზიარეს აჭარის  მედეგობის  ფორუმის  გამოცდილება და  შედეგები. აჭარის მედეგობის  ფორუმი ჩატარდა ბათუმში  2016-სა დ 2017 წლებში ოქსფამის და მისი პარტნიორი ოგრანიზაციების  ბრიჯ- ინოვაცია და განვითარება და „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ ორგანიზებით „თემების მდგრადობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის დაფინანსებით.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა პროექტის  „კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინასებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფისის მიერ და ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში. პროექტი კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ძირითადი მიზანია DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, წინა ოთხი ფაზის განმავლობაში მიღწეული საუკეთესო პრაქტიკისა და მოდელების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

  • AGAJ