სიახლეები

კატასტროფის რისკის მართვა კერძო სექტორში

კატასტროფის რისკის მართვა კერძო სექტორში

2018 წლის 10 ივლისს „ბრიჯ- ინოვაცია და განვითარების“ მხარდაჭერით ჯიპიაი ჰოლდინგმა „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, სპეციალურად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგი „კატასტროფის რისკის მართვა კერძო სექტორში“ გამართა. ტრენინგის მიზანი იყო მეწარმეებისთვის საბაზისო ცოდნა მიეწოდებინა იმ რისკების შესახებ, რომელთანაც ყველაზე მოწყვლადიც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია, და რომელიც დაეხმარება მათ მინიმუმამდე შეამციროს ბუნებრივი კატასტროფებისგან გამოწვეული ზარალი.

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინაოვაცია და განვითარებამ“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის“ კატასტროფის რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მოამზადა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ პირველად იმუშავა სპეციალურად კერძო სექტორისთვის გათვლილ პროექტზე, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვასა და შემცირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული.

გასულ წელს „ბავშვათა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ჯიპიაიმ შეიმუშავა სოციალური პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, რითაც ასობით მცირე და საშუალო ბიზნეს მეწარმემ ისარგებლა. სტიქიური უბედურებების შედეგებს საზოგადოება წელსაც ებრძვის და კლავ აქტუალურ პრობლემად რჩება განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის. „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი“ სწორედ გასული წლის სოციალური კამპანიის ერთგავრი გაგრძელებაა და დღევანდელი ტრენინგი მისი მხოლოდ პირველი ნაწილია. პროგრამა არა მხოლოდ სპეციალური პირობების შეთავაზებას მოიცავს სადაზღვევო პაკეტებზე, არამედ მეწამრეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებას იმ რისკების მართვის შესახებ, რამაც შეიძლება შეაფერხოს მათი საქმიანობა.

  • AGAJ