სიახლეები

სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები

სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები

2018 წლის, 7 ივლისს ქალაქ თელავში  ბრიჯ- ინოვაცია და განვითარების ორგანიზებით გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამშორმლებისთვის ტრენინგი თემაზე: სანიმუშო საწარმოო პრაქტიკა, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ხუთი გასაღების  გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის.ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეების ცოდნის დონის ამაღლება და სისტემის მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების გზით საწარმოში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის პრაქტიკული დანერგვის ხელის შეწყობა.ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნები, აღნიშნული კურსი მოიცავდა  პრეზენტაციებს, ქეისებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და ვიდეობს.ტრენინგის დასრულების  შემდეგ  მონაწილეებს ბრიჯმა გადასცა ტრენინგის წარმატებით გავლის დამდასტურებელ სერთიფიკატები.

დამატებითი ინფორმცია:

საქართველოში არსებული  საწარმოების ზრდისა და მუდმივი განვითარებისათვის ბრიჯი თავაზობს საწარმოებს  სურსათის უვნებლობის სისტემების საბაზისო კურსის ერთდღიან ტრენინგს, რომლის სასწავლო სილაბუსი მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შემდეგი დადგენილების შესაბამისად: „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე. (იხილეთ დადგენილება)

ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ (ბრიჯი) საქართველოში მოქმედი სწრაფად მზარდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სიღარიბის და გაჭირვების დასაძლევად. „ბრიჯი “2015 წელს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით დაფუძნდა და ახორციელებს პროგრამებს ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.  ბრიჯი იყენებს პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს ადვოკატირებისა და პოლიტიკის მონიტორინგის სფეროში, ამასთან, საგანგებო ყურადღებას უთმობს ადგილობრივი აქტორების პოტენციალის განვითარებას, მათ გაძლიერებას და მეტად ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.

  • AGAJ