სიახლეები

საქართველოს ფერმერთა კონგრესი

საქართველოს ფერმერთა კონგრესი

საქართველოს ფერმერებმა იმსჯელეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე

არასამათვრობო ორგანიზაციამ „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ და ჩეხური ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ” -მა 2018 წლის 15 ივნისს სასტუმრო „ბეტსიში“ ორგანიზება გაუკეთა საქართველოს ფერმერთა კონგრესს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი  ვაჭრობის მხარდასაჭერად“ 

საქართველოს რეგიონების მასშტაბით კონგრესს დაესწრო 50-მდე ფერმერი დელეგატი,  რომლებიც  შეხვდნენ მთავრობის წევრებს და სხვადსხვა დაინტერსებულ  მხარეებს.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება (ბრიჯი) წარმომადგენელმა ქეთი გეთიაშვილმა,    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, საქართველოს  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ და „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენელმა ნანა ფერაძემ.

“მინდა გავიხსენო 2017 წლის დეკემბერი, როცა იყო ენპარდის დახურვის ცერემონიალი. ჩვენ ვმსჯელობდით კოოპერატივებთან როგორ გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა და მათი ხელშეწყობა. დღეს ბრიჯმა ამ ფორმით გამოხატა კოოპერატივებთან თანამშრომლობის გაგრძელება, თუმცა გვაქვს კიდევ ბევრი სხვადასხვა ინიციატივები.  ყველა მოქმედი კოოპერატივის წარმატება არ არის მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის წარმატება და ერთეული ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესება, ისინი არიან სტიმული და მაგალითი სხვა ფერმერბისთვის.“ - ქეთი გეთიაშვილი ბრიჯ -ინოვაცია და განვითარება

კონგრესს ესწრებოდნენ  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების წამომადგენელი ფერმერები საქართველოს რეგიონებიდან, ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, აგრეთვე სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრაზე საშუალება მიეცათ დაინტერესებულ მხარეებს ემსჯელათ ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) არსებულ  გამოწვევებზე  და განეხილათ მთავრობის როლი ამ გამოწვევების საპასუხო პოლიტიკის ფორმირებაში.

„დღევანდელი ღონისძიება და სამომავლო ღონისძიებებიც უნდა ემსახურებოდეს რწმენის გაჩენას მოსახლეობაში რომ შექმნან  ადგილობირვი პროდუქცია. მისასალმებელია ახალგაზდების ჩართულობა, რომლებიც ცდილობენ წარმატების მიღწევას. ჩვენთვის მსოფლიო სივრცე გახსნილია და ეს არის ჩვენთვის დიდი პერსპექტივა. მინდა რომ თითოეულმა თქვენგანმა მიიღოს სიკეთე ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრი სივრცის ფარგლებში. საქართველოს მომავალი თქვენნაირი ადამიანების ხელშია და მსურს, რომ ყველა დააარწმუნოთ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ბოლო  წლის მანძილზე იმპორტი ჩანაცვლდა 600 მლნ პროდუქციით. საქართველოს შესაძლებლობა 10, 20 მილიარდია, რომლითაც შევძლებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. ბევრია დარღვევები სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ამავე დროს არსებობს ღრმა და ყოვლიმომცველი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში მოთხოვნები, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვავითარებთ .“

კონგრესის ძირითადი მიზანი იყო ხელი შეეწყო დიალოგისთვის ფერმერებსა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  კონგრესის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორიცაა  სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული შესაძლებლობები  ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA), ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი - DCFTA -ის ფარგლებში, DCFTA -ის რესურს მაგიდები რეგიონებში და საერთო მიღწევები და გამოწვევები - DCFTA-ის  ფარგლებში

„ნატალია ფარცხალაძე - სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი  კონა - ამ წუთას 12 სხეობის ბალახეულ ჩაის ვაწარმოებთ. ექსპორტს რაც შეეხება, ჩვენ ენპარდის დახმარბით, 2016 წლის ბოლოს დავიწყეთ გაყიდვა, თავიდან მხოლოდ ქართულ ბაზარზე, მაგრამ რამოდენმე თვეში ჰოლანდიაში გავიტანეთ პირვეი პარტია, ძალიან დიდი ინტერესეი მოჰყვა ამას. ევროპული ბაზარი რეგულაციების თვალსაზრისით ერთიანია, მაგრამ განსხვავებულია მათი გემოვნება. ყველა ბაზარს სჭირდება კარგი შესწავლა. ბევრ მწარმოებელს არ აქვს ევროპელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი დახმარება შეიძლება იყოს რომ უფრო ორგანიზებულად ხდებოდეს ეს“

საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და მათ დიალოგს.

პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დანერგვის ხელშეწყობაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. 

  • AGAJ