სიახლეები

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის პლენარული შეხვედრა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის პლენარული შეხვედრა

2018 წლის 26 აპრილს, საქართველს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ალიანსის მორიგი პლენარული  შეხვედრა გაიმართა. ალიანსს კოორდინაციას უწევს „ბრიჯ ინოვაცია და განვითარება“, აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა პროექტის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები საქართველოში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ფარგლებში ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრის მონაწილეებს პოლიტიკის და მართვის კვლევითი ცენტრის წამომადგენელმა, ქეთევან ბაბიაშვილმა წარუდგინა პოლიტიკის ნარკვევის წინასწარი შედეგები სახელწოდებით „პროფესიული განათლება DCFTA -ის კონტექტსტში“.

პოლიტიკის ნარკვევის მიზანი იყო პროფესიული განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების გამოკვლევა, რომლებიც აფერხებს მცირე და საშუალო საწარმოს კონკურენტუნარიანობის ზრდას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს არსებული პრობლემების გაუმჯობესების რეკომენდაციებზე და ადვოკატირების გზებზე, კერძოდ რა ფორმით და ვისთან უნდა მოხდეს აღნიშნული რეკომენდაციების გაცნობა და ადვოკატირება.

ალიანსის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალი ორგანიზაციები, რომლებმაც გამოხატეს სურვილი ალიანსის წევრობაზე და/ან თანამშრომლობაზე და წარმოადგინებს თავიანთი საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაციები და ისაუბრეს ალიანსთან თანამშრომლობის სფეროებზე. აღნიშნული ორგანიზაციებია: მედია ცენტრი კახეთი - საქართველოს აგრო-ჟურნალისტთა ასოციაციიის დამფუძნებელი, ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ და ააოპ აგრო სერვის კონსალტინგი.

შეხვედრის ბოლოს ალიანსის წევრები შეთანხმდენ, რომ აქტიურად დაიწყებენ ზემოთ აღნიშნული ნარკვევის ადვოკატირებას სათანადო სამთავრობო ინსტიტუტებთან.

  • AGAJ