სიახლეები
ტექნოლოგიური ინოვაციების სადემონსტრაციო დღე თიანეთში
წლის 29 ნოემბერს, თიანეთში, „ბრიჯი – ინოვაცია და განვითარებამ ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით პოლონელ და უნგრელ ექსპერტებთან და ადგილობრივ თემებში შერჩეულ ჯგუფებთან ერთად (თიანეთი, დუშეთი) ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ, აქვაფონიკის და წყლის კოლექტორის მოწყობილობების თვალსაჩინო პრაქტიკული დემონსტრირება მოაწყო, მოსახლეობას გააცნეს ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უკავშირდება შემოსავლის მიღებას, ენერგორესურსების დაზოგვას და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მზაობას და სხვა.
ღონისძიებას ესწრებოდენენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თიანეთის მერის მოადგილე, მედიის, სამოქალაქო სექტორის და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სადემონტსარციო დღეს ესწრებოდნენ ასევე ადგილობრივი თემის წარმომდგენლები რომლებიც ექსპერტთან ეთად უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას კონსტრუქციის აგებაში და დაინტერსებულები არიან შინამეურნეობებში ეფექტურად გამოიყენონ აღნიშნული ტექნოლოგიები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას.