სიახლეები

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის მორიგი პლენარული შეხვედრა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის მორიგი პლენარული შეხვედრა

2017 წლის 9 ნოემბერს გაიმართა „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის“ მორიგი პლენარული შეხვედრა.
შეხვედრას ალიანსის წევრებთან ერთად ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე კრისტინა კაზელა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი International Fund for Agricultural Development (IFAD) საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრას“ GePRA წარმომადგენლები და ალიანსში გაწევრიანების მსურველი ორგანიზაცია პი ემ სი კვლევითი ცენტრი.
მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს ეროვნული სოფლის მეურნეობის ექსტენციის სტრატეგია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტზე, ალიანსის კომუნიკაციის სტრატეგია და გაეცნენ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პოლიტიკის ნარკვევს. 
შეხვედრის შედეგად სასურსათო უსაფთხოების შესახებ კანონპროექტზე დაყრდნობით ალიანსი შეიმუშავებს კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელსაც წარადგენს მთავრობის შესაბამის უწყებებში.
„ჩვენ მზად ვართ ალიანსთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტის შესაბამის უწყებებთან ადვოკატირების კუთხით “ - კრისტინა კაზელა, ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის ატაშე საქართველოში.
საინტერსო დისკუსია გაიმართა ასევე საკონსულტაციო ჯგუფ ჯეპრას მიერ წარმოდგენილ ალიანსის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, რომლის მიზანია ალიანსის ცნობადობის გაზრდა. დღის ბოლოს ალიანსის წევრები გაეცნენ პოლიტიკის ნარკვევს თემაზე „სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ წინასწარი შეფასება. პოლიტიკის ნარკვევში წარმოდგენილია აღნიშნული პროგრამის გამოწვევები და გაუმჯობესების რეკომანდაციები
ალიანსში ოფიციალურად გაწევრიანდა „პი ემ სი კვლევითი ცენტრი“.
„ყურადღებით ვაკვირდებით „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსის“ (GAARD) პლატფორმის წარმატებულ საქმიანობას. იმის გათვალისწინებით რომ პი ემ სი კვლევითი ცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების საკითხებში ჩვენთვის აშკარა გახდა, ალიანსის საქმიანობასა და ჩვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს შორის თანხვედრა. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა ალიანსში გაწევრიანების სურვილი. დღეიდან აქტიურად ვითანამშრომლებთ ალიანსის წევრ ორგანიზაციებთან საერთო მიზნების მისაღწევად “- ზაზა ბროლაძე აღმასრულებელი დირექტორი

დამატებითი ინფორმაცია:
ალიანსს კორდინაციას უწევს ორგანიზაცია „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“. აღნიშული ღონისძიება ხორციელდება პროექტის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები საქართველოში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ფარგლებში ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ პარტნიორობითა და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

#PINGeorgia #DCFTA #Free #Trade #EU

  • AGAJ