სიახლეები

ინოვაციები სასოფლო თემების მედეგობისთვის

ინოვაციები სასოფლო თემების მედეგობისთვის

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, დუშეთში, ბრიჯი - ინოვაცია და განვითარება ვიშეგრადის ფონდის (http://visegradfund.org/home/) მხარდაჭერით ჩატარდა კიდევ ერთი საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კატასტროფის რისკის შემცირებასთან და კლიმატის ცვილებებთან და რომელთა გამოყენებაც ემსახურება მედეგობისა და შესაძლებლობების ზრდას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას, სოფლის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დუშეთის და თიანეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და თემის წარმომადგენლები, მეწარმეები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები, რათა ამაღლდეს მათი ცნობიერება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების და კატასტროფის რისკების შემხცირების საკითხებთან დაკავშირებით. 
რაც მთავარია, ისინი გაეცნენ ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და ენერგო რესურსების დაზოგვასთან.

მონაწილეებს ექსპერტმა სლოვაკეთიდან საკუთარი ქვეყნის მაგალითზე გაუზიარა არსებული გამოცდილება და წარმატებულ ისტორიები აღნიშნულ სფეროში.

თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ ნოემბერში შერჩეული ჯუფი უცხოელ ექსპერტებნთან ერთად მოახდენს ამ ტექნოლოგიების პრაქტიკულ დემოსნტრირებას, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობაში მოტივაციის გაჩენას, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების რეპლიკაცია მოხდეს უფრო ფართოდ ინდივიდებისა და თემების მიერ.

  • AGAJ