სიახლეები

ინოვაციები სასოფლო თემების მედეგობისთვის

ინოვაციები სასოფლო თემების მედეგობისთვის

26-27 ოქტომბერს, დუშეთსა და თიანეთში, ბრიჯი - ინოვაცია და განვითარების ორგანიზებით და ვიშეგრადის ფონდის (http://visegradfund.org/home/ ) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის ტრენინგები ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც უკავშირდება კატასტროფის რისკის შემცირებას და კლიმატის ცვილებებს და რომელთა გამოყენებაც ემსახურება მედეგობისა და შესაძლებლობების ზრდას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას, სოფლის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და თემის წარმომადგენლები, მეწარმეები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც გაეცნენ ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლის რეპლიკაციაც შემოსავლის მიღებას და ენერგო რესურსების დაზოგვას შეუწყობს ხელს. მონაწილეებს ექსპერტებმა გაუზიარეს ვიშეგრადის ქვეყნების კერძოდ პოლონეთის და ჩეხეთის მაგალითზე არსებული გამოცდილება და წარმატებულ ისტორიები აღნიშნულ სფეროში.

ამ ეტაპზე ინფორმაციასთან ერთად მონაწილეებმა ასევე შეიძენეს თეორიული ცოდნა სხვადასხვა სახის ინოვაციური ტექნოლოგიების და მოწყობილობების შესახებ, რომელთა აწყობა მარტივია და შესაძლებელია იაფი და ადგილობრივად ხელმილსაწვდომი მასალების გამოყენებით. 
სამუშაო დღის დასასრულს მონაწილეებმა წარმოდგენილი ტექნოლოგიებიდან აირჩიეს მათთვის ყველაზე საჭირო და პრაქტიკული კონსტრუქციები. ნოემბერში აღნიშნული ჯგუფი უცხოელ ექსპერტებნთან ერთად მოახდენს ამ ტექნოლოგიების პრაქტიკულ დემოსნტრირებას, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობაში მოტივაციის გაჩენას, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების რეპლიკაცია მოხდეს უფრო ფართოდ ინდივიდებისა და თემების მიერ.
ექსპრეტები ეწვივნენ ასევე თიანეთში ქართველ ფერმერებს, კერძოდ თიანეთის მუნიციპალიტეტში მოინახულეს კოოპერატივი „თიანეთის ნობათი“ რომელიც 9 წევრისგან შედგება და მისი ძირითადი მიმართულება არის არამერქნული ტყის პროდუქტის და ხილის ერთობლივი შეგროვება და შრობა, რომელიც ევროპის სამეზობლო (ენპარდი) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. 
ექსპერტებმა ასევე დაათვალიერეს თიანეთში ქალთა კოოპერატივის საპილოტე პროექტი, ყვავილების სათბური, რომელიც ბრიჯ ინოვაცია და განვითარების დახამრებით და შვიიცარიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ალსტრომერიის ნერგები 2017 წლის მარტში დაირგო და ამჟამად უკვე მისი ყვავილი ბაზარზე გადის აქტიურად.

  • AGAJ