სიახლეები

კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

ბრიჯ - ინოვაცია და განვითარებამ, კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე 13 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა .

ღონისძიება გაიმართა ცენტრ Underwheel-ში (მთაწმინდის პარკი). მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე ბრიჯ ინოვაცია და განვითარებამ წარმოადგინა კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო პუბლიკაციები, ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა.
საქართველოში, ამჟამად, ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.
პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში გამოცდილების გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.

  • AGAJ