სიახლეები

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი "ქალები მართავენ ქვეყანას"

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი

2017 წლის 3 ივლისს, ადგილობრივ თვითმართველობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებამ მონაწილეობა მიიღო საკრებულოს წევრ ქალთა ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები მართავენ ქვეყანას“.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) ორგანიზატორობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

ბრიჯ ინოვაცია და განვითარების წარმომადგენელმა მაია გრძელიშვილმა კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბრიჯ - ინოვაცია და განვითარების მიერ შემუშავებული სატრენინგო მოდულები „გენდერის მეინსტრიმინგი საჯარო ორგანიზაციებსა და განვითარების პროექტებში“. აღნიშნული სახელმძღვანელო შიეცავს გენდერის სხვადასხვა სფეროში ინტეგრირებისთვის მნიშვნელოვან მასალებს, რომელიც ნებსიმიერ მსურველს დაეხმარება დანერგოს უკვე შესაწავლილი მიდგომები თავიანთ ორგანიზაციებსა თუ საქმიანობაში.

ფორუმს ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, აღმასრულებელი სამთავრობო სტრუქტურების, საქართველოს პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მონაწილეებმა კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მეტი ქალი ადგილბრივ თვითმართველობებში, ქართული გამოცდილება და წარმატების ისტორიები, ქალი საკრებულოს წევრების მიერ ადვოკატირების გზები უკეთესი ადგილობრივი თვითმართველობისათვის, გენდერულად სენსიტიური ადგილობრივი პოლიტიკის შექმნა, გენდერული ბიუჯეტი, როგორც ახალი მიდგომა და სამომავლო გეგმები.

ფორუმის დასასრულს ქალთა ფორუმის წევრებმა აღნიშნეს, რომ მომავალ არჩევნებში აუცილებელია ქალი კანდიდატების ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და ამ მიზნით მათ ხელი მოაწერეს სოლიდარობის დეკლარაციას, ხაზი გაუსვეს თანასწორობის მნიშვნელობას და დაგმეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენის გამოყენება და გენდერული ნიშნით ჩაგვრა და უთანასწორობა.

2017 წლის 3 ივლისს, ადგილობრივ თვითმართველობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად ბრიჯ ინოვაცია და განვითარებამ მონაწილეობა მიიღო საკრებულოს წევრ ქალთა ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალები მართავენ ქვეყანას“.

  • AGAJ