სიახლეები

მედეგობის მესამე ფორუმი, ბათუმი

მედეგობის მესამე ფორუმი, ბათუმი

2017 წლის ბათუმში, „ბრიჯ- ინოვაცია და განვითარებისა“ და „შავი ზღვის ეკო აკადამიის“  და ოქსფამის ორგანიზებით  გაიმართა მედეგობის მესამე ფორუმი. ღონისძიება მოეწყო  ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ დაფინანსებული პროგრამის “თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ასევე ვიშეგრადის ფონდისა და სლოვაკეთის საელჩოს ფინანსური მხრადაჭერით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეები და ექსპერტები. დისკუსიები გაიმართა  მედეგობასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე: ბუნებრივი კატატსროფების რისკის შემცირება, კლიმატის ცვლილებები, სოფლის მეურნეობა და საარსებო პირობების გაუმჯობესება. ფორუმი ასევე იმსჯელეს  თანამშრომლობის გაძლიერებაზე  ეროვნული მასშტაბის  ცალკეული ორგანიზაციებისა და აჭარის მთავრობას შორის. ვიშეგრადის ფონდის დახმარებით ფორუმი მასპინძლობდა  ექსპერტებს უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან რომლებმაც  რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას და იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლებლობაზე და აჭარაში მათი საუკეთესო პრაქტიკის რეპლიკაციაზე.
ფორუმის მიზანი იყო ხელი  შეეწყო  მრავალ-სექტორულ და სხვადასხვა სფეროში მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის წარმოებას მიმდინარე გამოწვევებზე, ასევე საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, რაც დაეხმარება ქალაქისა და სოფლის დონეზე მედეგობის გაძლიერებას აჭარაში. ინიციატივია ასევე ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას და კომუნიკაციის გაუმჯობესებას ქვეყნისა და რეგიონის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებზე, მაგალითად როგორიცაა სენდაის 2015-2030 წლების კატასტროფების რისკის შემცირების ჩარჩო-პროგრამა (Sendai Framework for Disaster Risk Reduction 2015-2030 Sendai) და სხვა მსგავსი გეგმები, რომლებიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებების ადაპტაციას, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებას, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვასა და მათ შორის ურთიერთკავშირს.

  • AGAJ