სიახლეები

პირველი მედეგობის ფორუმი საქართველოში

პირველი მედეგობის ფორუმი საქართველოში

ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებამ,  ოქსფამთან  და  შავი ზღვის ეკო აკადემიასთან ერთად, ბათუმის  მერიის მხარდაჭერით  2016 წლის 27 ოქტომბერს, ბატუმში,  უმასპინძლა  პირველ მედეგობის ფორუმს საქართველოში. ღონისძიება გაიმართა „თემების მდგრადობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

ფორუმს ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, მედიის,  სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, საარსებო პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოწვევებზე მსჯელობას და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკის განვითარების, განხორციელებისა და მონიტორინგის ასპექტში, რათა გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოების, სამთავრობო უწყებების და პროცესში ჩართული სხვა მხარეების მხარდაჭერა თემთა მედეგობის უზრუნველყოფის  მიზნით.   

აღნიშნული ფორუმისა და მომავალში დაგეგმილი ფორუმების მიზანია კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებთან მიმართებაში ჩამოყალიბებული რეგიონალური და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა, ასვევე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, კერძოდ სენდაი 2015-2030 წლების ჩარჩო-პროგრამის (Sendai Framework for Disaster Risk Reduction 2015-2030 Sendai) და 2030 მდგრადი განვითარების ამოცანების შესრულება და ნაცადი წარმატებული მოდელების ადვოკატირება, რათა მოხდეს ამ მოდელების რეპლიკაცია და უფრო ფართოდ დანერგვა

  • AGAJ