სიახლეები

გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება

გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება

29 მარტს სასტუმროში „ჰოლიდეი ინ” ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გამართა კონფერენციას თემაზე: გენდერი და სასურსათო უსაფრთხოებაკონფერენციაზე სტუმრები გაეცნენ სასურსათო უსაფრთხოების კონცეფციის გენდერული ანალიზის შედეგებს, ნუტრიციის საკითხებისადმი გენდერულად სენსიტიურ მიდგომებს, ასევე დარგის ექსპერტებისგან მოისმინეს მოხსენებები სოფლის მეურნეობაში ქალთა მონაწილეობის არსებული ბარიერებისა და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. კონფერენციაზე დისკუსია გაიმართა არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რათა სასურსათო პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში სათანადოდ მოხდეს გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება და ნებისმიერი პოლიტიკისა თუ პროგრამის შედეგის მაჩვენებლების გენდერულ ჭრილში წარმოდგენა და გაანალიზება. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ჯანსაღი და მრავალფეროვან საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

  • AGAJ