გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება

გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება

„ბრიჯი“ მუშაობს ქვეყანაში გენდერულ თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით და თავის ყველა პროექტსა და წამოწყებაში ახდენს გენდერული ასპექტების ინტეგრირებას.

სასურსათო უსაფრთხოების გენდერულად სენსიტიური სამოქმედო გეგმის და კანონპროექტის შემუშავების მიზნით „ბრიჯმა“ მოამზადა კვლევები: „სასურსათო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის და სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტის გენდერული ანალიზი“ და „გენდერულად სენსიტიური მიდგომები ნუტრიციისადმი“.

სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებისას გენდერული ასპექტების გათვალისწინების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების  მიზნით „ბრიჯმა“, ”ოქსფამის” მხარდაჭერით ჩაატარა კონფერენცია - ”გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გადაწყვეტილებების მიმღებმა მხარეებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მკვლევარებმა და ერთმანეთს გაუზიარეს მიგნებები და მოსაზრებები გენდერსა და სასურსათო უსაფრთხოებას შორის ურთიერთდამოკიდებულების  შესახებ.

„ბრიჯი“ განაგრძობს თანამშრომლობას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან  ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკისადმი გენდერულად სენსიტიური მიდგომების ადვოკატირების მიზნით. 

  • AGAJ