სიახლეები

მობილიზაციის დღეები წალკის მუნიციპალიტეტში

მობილიზაციის დღეები წალკის მუნიციპალიტეტში

2019 წლის 20 მარტს ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების გუნდის წევრებმა დაიწყეს მობილიზაციის აქტივობები წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. ბრიჯის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გაუზიარეს ინფორმაცია ბიო ბრიკეტირების საწარმოებლად მცირე საწარმოს მშენებელობის შესახებ, რომელიც ბრიჯის ინიციატივით იაპონიის საელჩოს მწვანე პოლიტიკის ფარგლებშია დაგეგმილი.
პროექტი შემუშავადა ბრიჯის ექსპერტების ჩართულობით და ხელს უწყობს ადგილობრივ ეკო მიგრანტებს ჩაანაცვლონ შეშა ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტებით, რითაც შექმნის კარგ პრეცედენტს სამომავლოდ, რომ დაინერგოს ტყის განადგურებისაგან დამცავი პრაქტიკა საქართველოში. ბიო-ბრიკეტების ფასი ორჯერ ნაკლებია შეშაზე, რაც მნიშვნელოვანია წალკაში მცხოვრები ეკო-მოგრანტების სიღარიბის შემცირებაში.
ადამიანის უსაფრთხოების გრასრუტების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემაშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში, საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მდგრადი სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბესთან ბრძოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა და ა.შ.

  • AGAJ