სიახლეები

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების საგრანტო ხელმოწერის ცერემონია

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების საგრანტო ხელმოწერის ცერემონია

2019 წლის 28 თებერვალს, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში   გაიმართა ოთხი პროექტის ხელმოწერის ცერემონია. მათგან სამი პროექტი - იაპონიის საელჩოს მწვანე პოლიტიკის ფარგლებში, ხოლო ერთი - განაღმვითი პროექტი. პროექტები დაფინანსდა  იაპონიის სალეჩოს სამთავრობო პროგრამის ფარგლებში: „გრასრუტების ადმიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“. ხელმოწერის ცერემონია გაიმართება იაპონიის ელჩის რეზიდენციაში.

ხელმოწერის ცერემონიას ესწერებოდნენ  მისი აღმატებულება  იაპონიის ელჩი საქართველოშ, ბ-ნ ტადაჰარუ უეჰარა, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკასა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა გაბუნია, გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე - ქ-ნი  ხატია წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებულები - ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში, წალკისა და ახალციხის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, გარემოსა დაცვის და სოფლის მეურენობის  სხვა ექსპერტებთან ერთად.

ბრიჯის ინიციატივით  იაპონიის საელჩოს მწვანე პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილია  ორი მცირე საწარმოს  მშენებლობა, ბიო-ბრიკეტირების საწარმოებლად წალკის მუნიციპლაიტეტში. პროექტი შემუშავადა  ბრიჯის  ექსპერტების ჩართულობით და  ხელს უწყობს ადგილობრივ ეკო მიგრანტებს  ჩაანაცვლონ შეშა ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტებით, რითაც  შექმნის  კარგ პრეცედენტს სამომავლოდ, რომ დაინერგოს ტყის განადგურებისაგან დამცავი პრაქტიკა საქართველოში. ბიო-ბრიკეტების ფასი ორჯერ ნაკლებია შეშაზე, რაც მნიშვნელოვანია  წალკაში მცხოვრები ეკო-მოგრანტების სიღარიბის შემცირებაში.

ადამიანის უსაფრთხოების გრასრუტების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემაშტაბიან პროექტებს და მიზნად  ისახავს ადამიანის უსაფრთხოების  მხრივ მდგომარეობის  გაუმჯობესებას საქართველოში, საგრანტო პროგრამა ხორციელდება  ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მდგრადი სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბესთან ბრძოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა და ა.შ.

 

  • AGAJ