სიახლეები

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის პლენარული შეხვედრა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის პლენარული შეხვედრა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის პლენარული შეხვედრა
2019 წლის 19 თებერვალს, საქართველს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ალიანსის მორიგი პლენარული შეხვედრა გაიმართა. ალიანსს კოორდინაციას უწევს „ბრიჯ ინოვაცია და განვითარება “, აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა პროექტის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები საქართველოში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ფარგლებში, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრას ალიანსის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ეკროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშვილი, ალიანსის ახალი წევრი ორგანიზაციის „საქართველოს ადგილობრივი ჯგუფების განვითარების ასოციაცია“ და პოლიტიკისა და მართვის კველვითი ცენტრის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი 2013 წელს შეიქმნა და უკვე 5 წელია ფუნქციონირებს, რაც ძალიან საამაყოა, რადგან ერთეული შემთხვევებია, როცა ალიანსები ასე ხანგრძლივად აგრძელებენ მუშაობას.

მისასალმებელ სიტყვაში ქეთი გეთიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომელიც დაეხმარა ალიანსს დაარსებაში და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიებაც მათი მხადაჭერის ერთ-ერთი შედეგია.

ალიანსის წევრებს პოლიტიკის და მართვის კვლევითი ცენტრის წამომადგენლებმა გიორგი ხიშტოვანმა და მაია კომახიძემ წარუდგინეს პოლიტიკის ნარკვევის წინასწარი შედეგები, სახელწოდებით „მონიტორინგის და შეფასების არსებული პრაქტიკის მიმოხილვა საქართველოს მთავრობაში“. პოლიტიკის ნარკვევის მიზანი იყო საქართველოს მთავრობაში მონიტორინგის და შეფასების არსებული პრაქტიკის გამოწვევების გამოკვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

დელეგაციის წარმოამდგენელმა ქეთი ხუციშვილა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინეტერსოა მონიტორინგისა და შესაფების არსებული სისტემის მიმოხილვა „ეს საკითხი რაც აქ ძირითადი თემაა, საბოლოო ჯამში უკავშირდება იმას თუ რა პროპორციით გადავიხდით წლევანდელი ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. კარგია რომ არსებობს კოორდინაციის მექანიზმი ალიანსის მეშვეობით და ამ ფორმით ინფორმაციის გაზიარება ძალიან მისასალმებელია“ - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს არსებული პრობლემების გაუმჯობესების რეკომენდაციებზე და ადვოკატირების გზებზე, კერძოდ თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ნარკვევის გაცნობა და ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან.

ალიანსის შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალი ორგანიზაცია “საქართველოს ადგილობრივი ჯგუფების განვითარების ასოციაცია “, რომლებმაც გამოხატეს სურვილი ალიანსის წევრობაზე და თანამშრომლობაზე და წარმოადგინეს თავიანთი საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაციები, ასევე ისაუბრეს ალიანსთან თანამშრომლობის ფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის დასასრულს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციციაციის წარმომადგენლებმა ა ალიანსის წევრებს გააცნეს მათ მიერ 4 რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებული მიმართვა, რომელიც სასოფლო სამუერნეო კოოპერატივების გრძლევადიანი სტარტეგიის მხარდაჭერისთვის ადვოკატირებას და ლობირებას უკავშირდება.

ალიანსის წევრები შეთანხმდენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ ზემოთ აღნიშნული საკითხების ადვოკატირებას სათანადო სამთავრობო ინსტიტუტებთან

  • AGAJ