სიახლეები

მედეგობის ფორუმი ბათუმში

მედეგობის ფორუმი ბათუმში

2019 წლის 28 იანვარს, ორგანიზაციამ გადავარჩინოთ ბავშვები, ბრიჯ - ინოვაცია და განვითარებასთან, შავი ზღვის ეკო-აკადემიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით, ჩაატარა მედეგობის ფორუმი ბათუმში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში მომუშავე ადგილობრივი, საერთაშორისო და კერძო სექტორის ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა დამსწრეებს წარუდგინეს პრეზენტაციები აჭარის მედეგობის შექმნასა და ინსტიტუზიონალიზაციის და მედეგობის, როგორც სხვადასხვა სფეროს მომცველი კონცეფციის შესახებ, კატასტროფის რისკის შემცირების განათლების კომპონენტის შესახებ და ასევე მოხდა პროექტის საბოლო შედეგების შეჯამება.
მედეგობის პლატფორმა თავდაპირველად შეიქმნა აჭარაში ოქსფამისა და ბრიჯ ინოვაცია და განვითარებისა და შავი ზღვის ეკო აკადემიის ხელშეწყობით, მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით პლატფორმა გაფართოვდა ეროვნულ დონეზე, რომელსაც კოორდინაციას მომავალში გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
პლატფორმა არის მულტისექტორული და აერთიანებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამეცნიერო წრეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორს.
ღონისძიება ჩატარდა „კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფისის მიერ და ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში.

  • AGAJ