სიახლეები

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

2018 წლის 12 ოქტომბერს თბილისი მოლში ბრიჯ ინოვაცია და განვითარებამ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად „გადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ლურჯი ფარი, სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ და ქ. თბილისის მერიის პროექტი „100 მედეგი ქალაქი“ კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღნიშნა.

კატასტროფის რისკის საერთაშორისო დღე. წელს უკვე მეოთხედ აღინიშნა საქართველოში. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა სხვადასხვა სახის გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

მონაწილე ორგანიზაციებმა წარმოადგინეს  მათ მიერ კატასტროფის რისკის შემცირების თვალსაზრისით გაწეული საქმიანობის ამსახველი პუბლიკაციები, კვლევები, ვიდეო რგოლები.

ბავშვებისთვის დაიდგა საცოცი კედელი, სადაც საგანგებოს სიტუაციების  სამსახურის მეხანძრე მაშველები უსაფრთხოების დაცვის სათანდო ზომების დაცვით ეხმარებოდნენ  ბავშვებს სიმაღლის დაპყრობაში,

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ იმიტირებულ სამაშველო ოპერაციასაც დასწრებოდნენ და დაეთვალიერებინათ მეხანძრე-მაშველების ტექნიკა და მათი სრული აღჭურვილობა.

  • AGAJ