სიახლეები

მოწყვლადობის შეფასების საერთო ინსტრუმენტი და მისი გამოყენება

მოწყვლადობის შეფასების საერთო ინსტრუმენტი და მისი გამოყენება

2018 წლის ივნისში საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (თიანეთი, დუშეთი და თელავი ) დასრულდა ბრიჯის  მიერ  ორგანიზებული ტრენინგების სერია „მოწყვლადობის შეფასების საერთო ინსტრუმენტი და მისი გამოყენება“, ღონისძიება ჩატარდა პროექტის "კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) მიერ და ახორციელებს ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ პარტნიორობით.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და თემის წარმომადგენლები.

ტრენინგის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობისა და შემცირების კუთხით, ასევე კატასტროფების რისკის შემცირების პრიორიტეტიზაცია საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებსა და გეგმებში, ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობების და თემების გაძლიერება ამ მიმართულებით.

მონაწილეებმა იმსეჯელეს მოწყვლადობის შეფასების საერთო ინსტრუმენტზე რომელიც მოიცავს   კითხვარს და შესაბამის მონაცემთა ბაზას, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების დაგეგმვას და დააჩქარებს რისკის შეფასების პროცესს ნებისმიერ მოცემულ ადგილზე, მარტივი რისკის ქულის გამოყენებით საშუალო ხვედრითი წილების კოეფიციენტების მიხედვით. იგი იძლევა საშუალებას რისკისა და მოწყვლადობის ობიექტური და შედარებითი შეფასების მარტივად, სწრაფად და დაბალი დანახარჯებით განხორციელებისა  გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის დროული, ეფექტური და სწორი შეფასება წარმოადგენს კატასტროფების შემცირების დაგეგმვისა და მართვის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. მოწყვლადობისა და რისკის შედარებითი მონაცემების არსებობა საშუალებას აძლევს მთავრობას და სააგენტოებს დაგეგმონ პრიორიტეტული ინტერვენციები ბუნებრივი კატასტროფის ზეგავლენის შესამცირებლად და აქტივობების განსახორციელებლად იმ ადგილებზე და იმ დროს, სადაც და როდესაც ისინი ყველაზე მეტად შედეგიანი იქნება.

  • AGAJ