სიახლეები

100 მედეგი ქალაქი - თბილისის ფორუმი

100 მედეგი ქალაქი - თბილისის ფორუმი

მიმდინარე წლის 28 მარტს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაიტერ- სამრიტერ-ბუნდთან (ASB) ერთად, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (DIPECHO) მიმდინარე პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების მონაწილეობით (გადავარჩინოთ ბავშვები, ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ) ჩაატარა შეხვედრა სახელწოდებით 100 მედეგი ქალაქი - თბილისის ფორუმი. 
ფორუმს ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის, ქალაქ თბილისის საკრებულოს, DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების, კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბრიჯ -ინოვაცია და განვითარების აღმასრულებელმა მენეჯერმა, მაია გრძელიშვილმა დამსწრეებს წარუდგინა პრეზენტაცია ბუნებრივი კატასტროფების რისკის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ფორუმის მიზანი იყო კატასტროფების რისკის შემცირების კომპონენტის მნიშვნელობის განსაზღვრა და ინტეგრირება მედეგი ქალაქის სტრატეგიაში და კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, თბილისის მედეგი ქალაქის სტრატეგიის ნაწილის სამუშაო ვერსიის შემუშავება კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირებით. 

  • AGAJ