სიახლეები

"ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის განვითარებისა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობებში" კვლევის პრეზენტაცია

2018  წლის 15 მარტს „ ბრიჯ-ინოვაცია განვითარებამ“, თბილისში ბრიჯის ოფისში გამართა  ღონისძიება ახალი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით და დამსწრე საზოგადოებას  წარუდგინა  „საქართველოში მცხოვრები  ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის განვითარებისა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში“ კვლევის შედეგების პრეზენტაციას. კვლევა ჩატარდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ბრიჯის ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის  სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაცოების წარმომადგენლები, ბრიჯის პარტნიორები და კოლეგები.

„საქართველოში მცხოვრები  ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის განვითარებისა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში“  კვლევის მიზანი იყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის შესწავლა საქართველოში და მის ამოცანებს წარმოადგენდა ახალგაზრდობის კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიკაცია  სოფლის მეურნეობის  სფეროში; ახალგაზრდების სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობების დადგენა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების  სექტორში; იმ ბარიერების გამოვლენა, რაც ხელს უშლის ახალგაზრდების ჩართვას სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში ინიციატივების იდენტოფიცირება, რომლებმაც ახალგაზრდებში პოზიტიუტი გავლენა იქონია პოლიტიკის, საზოგადოებრივ და  საყოფაცხოვრებო დონეზე.

კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. გამოყენებულ იქნა ორი მეთოდი - ფოკუს ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.  ფოკუს ჯგუფები ჩატარდა ახალგაზრდებთან საქართველოს 5 რეგიონში კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა და მცხეთა მთიანეთი (18-29 ასაკობრივი ჯგუფის), ხოლო ჩაღრმავებული ინტერვიუები - სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტებთან, რომლებიც წარმოადგენდნენ, როგორც სამოქალაქოს საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე საჯარო სტრუქტურებს.

  • AGAJ