სიახლეები

სასურსათო უსაფრთხოების საკითხების ადვოკატირებას სოფლის მეურნეობის განვითარების ალიანსი გააგრძელებს

სასურსათო უსაფრთხოების საკითხების ადვოკატირებას სოფლის მეურნეობის განვითარების ალიანსი გააგრძელებს

2017 წლის 14 სექტემბერს, პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ დახურვის ღონისძიება. პროექტს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსა და სომხეთში,  ოქსფამი და  მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა“ ახორციელებდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.

ღონისძიებაზე გაიმართა სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის განახლებული მემორანდუმის ხელმოწერა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოკავშირე მხარეების სურვილს და მზაობას, განაგრძონ პროექტის მიღწევების  და აღნიშნული პრიორიტეტების ადვოკატირება მომავალში. სასოფლო-სამეურნეო ალიანსი (GAARD) ოქსფამის ინიცირებით პროექტის ფარგლებში შეიქმნა

ასევე  გაჟღერდა მთავარი გზავნილები  და  პრიოროტეტები, რომელზეც  მუშაობას    განაგრძობს ოსფამის სამართალმემკვიდრე ორგანიზაცია ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსთან ერთად.

აღნიშნული გზავნილებია, კერძოდ:

  • სასურსათო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება
  • სახელმწიფო ბიუჯეტში სასოფლო-სამეურნეო ასიგნებების ხვედრითი წილის გაზრდა 10%-მდე
  • მცირე და საშუალო ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კაპიტალური ინვესტირების მიზნობრივი საგრანტო პროგრამების ყოველწლიური დაფინანსების 25 მ. ლარამდე გაზრდა
  • მიწის კოდექსის მიღება
  • სურსათის სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების ჩართვის წახალისება/ხელშეწყობა
  • გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობის ატაშე კრისტინა კასელა, პროექტის გუნდის წევრები, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის წევრები, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის განმავლობაში არა-ერთი კვლევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და ადგილობროვი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა მცირე მეურნეების მხარდაჭერის გზით. კვლევები და სხვა მასალები ხელმისაწვდომია საიტზე: www.bridge,org.ge.

 

  • AGAJ