სიახლეები

ქალი ფერმერების მონოლოგების „ფერმერი ქალების ხმა“ სესია და დისკუსია

ქალი ფერმერების მონოლოგების „ფერმერი ქალების ხმა“ სესია და დისკუსია

28 მარტს, 19:00 საათზე, კლუბში „ფრონტლაინი“ ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, მოეწყო ქალი ფერმერების მონოლოგების  „ფერმერი ქალების ხმა“  სესია და გაიმართა დისკუსია.

სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ქალი ფერმერები მსმენელებს ესაუბრნენ საკუთარ ფერმერულ გამოცდილებაზე და იმ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და უხილავ ბარიერებზე, რაც ფერმერ ქალებს ხელს უშლის წინსვლასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან ENPARD-ის ფარგლებში გაწეულ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებს და კოოპერატივების წევრებს დაეხმარა ეკონომიკურ გაძლიერებაში და ინოვაციური აგროგანათლების მიღებაში.

მონოლოგები წაიკითხეს:  მანანა ბოლქვაძემ (თაფლის წარმოება, წალკა), ნატალია ფარცხალაძემ (ბალახეული ჩაის წარმოება,  კასპი), ირინე ოდიშარიამ (პომიდვრის სათბური, ბულაჩაური), დალი ვეშაგურიძე. (სასათბურე მეურნეობა, ზემო ალვანი)

 

  • AGAJ