სიახლეები

რეგიონალური შეხვედრა - "ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება"

რეგიონალური შეხვედრა -

2017 წლის 29-30 მარტს "ბრიჯ- ინოვაცია და განვითარების" ორგანიზებით  რეგიონალური შეხვედრა გაიმართა,   რომელიც ”ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება - ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“ პროექტის ფარგლებში მოეწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ოქსფამი საქართველოს და სომხეთის რეგიონალური წარმომადგნელები, ისევე როგორც პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები საქართველოდან ორგანიზაცია „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარების“ , ხოლო სომხეთიდან „ოქსიჯენის“ წარმომადგენლები ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად და თავად კოოპერატივების წევრები. 

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა არსებული გამოწვევების უკეთ შესწავლა და მათი გადაჭრის გზების მოძიება. საქართველოდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო სომხეთიდან აირუმის თემში ჩამოყალიბებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა ისაუბრეს როგორც არსებულ პრობლემებზე ასევე, საკუთარ ხედვებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ერთობლივ ინიციატივებზე და პერსპექტივებზე მსჯელობას, რაც პროექტის მდგარადობას და მთავარი სამიზნე ჯგუფის, ქალების ეკონომიური სიძლიერეს უზრუნველყოფს. პროექტი ხორციელდება ეროვნული ლატარიის კომპანიის (Big Lottery Fund) მხარდაჭერით.

  • AGAJ