სიახლეები

სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა

სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა

ოთხშაბათს, 29 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება სასურსათო და კვების უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, მისამართზე ი.ჭავჭავაძის 53ა. კანონპროექტის განხილვის ინიციატორები არიან ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოში სოფლის მეურნეობისა და  სასოფლო განვითარების ალიანსი (GAARD).

 

სასურსათო და კვების უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი აგრარულ საკითხებში დავით კირვალიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი და პარლამენტის წევრები.  

აღნიშნული კანონპროექტის მიზანია შექმნას ქვეყანაში ისეთი სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც შეამცირებს სურსათის საჭირო რაოდენობის ფიზიკურად არსებობისა და მასზე მოსახლეობის ეკონომიკური ხელმისაწვდომობის რისკებს, სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისა და თვითუზრუნველყოფის გაზრდის გზით.

კანონპროექტის განხილვის შემდეგ გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სასურსათო და კვების უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები საქართველოში“. კონფერენციის დასასრულს მონაწილეები მიიღებენ რეზოლუციას ინტერსექტორალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც კოორდინირებულად გააგრძელებს მუშაობას აღნიშნულ კანონპროექტზე.

  • AGAJ