სიახლეები

სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი ადვოკატირების გეგმაზე მუშაობს

სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი ადვოკატირების გეგმაზე მუშაობს

2017 წლის 31 იანვარს  "ბრიჯ ინოვაცია და განვითარებისა" და "ოქსფამის' ორგანიზებით გაიმართა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსის მორიგი სამუშაო შეხვედრა. ადვოკატირების უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა შეიმუშავეს ალიანსის შიდა სამუშაო ჯგუფების ადვოკატირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ალიანსის ექვსივე ჯგუფის ადვოკატირების პრიორიტეტებს მომავალში განსახორციელებელ აქტივობების ჩამონათვალთან ერთად.

აღნიშნულ შეხვედრაზე ალიანსს ორი ახალი წევრიც შემოუერთდა - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და ორგანიზაცია FERT, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების საკითხების ერთობლივ ადვოკატირებაში.

  • AGAJ