სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტრენინგი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტრენინგი

2017 წლის 27 იანვარს ორგანიზაცია”ბრიჯ - ინოვაცია და განვითარებამ” მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩამოყალიბებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა, რომლის მიზანი მონაწილეებისთვის ფინანსებსა და ბუღალტერიაში, ასევე სამეწარმეო საქმიანობაში ცოდნის გაღრმავება და მათი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში ხელშეწყობა გახლდათ.

აღნიშნული ტრენინგი არის ტრენინგთა იმ ციკლის ნაწილი, რომელსაც  „ბრიჯი“  ”ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება - ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“  პროექტის ფარგლებში ჩაატარებს კოოპერატივის წევრების და  განსაკუთრებით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.  პროექტი დაფინანსებულია  "ეროვნული ლატარიის ფონდის" (Big Lottery Fund)   მიერ.

  • AGAJ