სიახლეები

ბუნ. კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

ბუნ. კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

13 ოქტომბერს, ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (DIPECHO) 20 წლის იუბილე და კატასტროფების რისკების შემცირების საერთაშორისო დღე აღნიშნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭომ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა და DIPECHO-ს პროგრამის პარტნიორტმა ორგანიზაციებმა. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში ჩატარდა. ღონისძიებაში სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. 
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ DIPECHO-ს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობას კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით - სხვადასხვა გამოფენებისა და აქტივობების საშუალებით. DIPECHO-ს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციებია: „ოქსფამი“ (მისი განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციები: „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და „შავი ზღვის ეკო აკადემია“, დანიის წითელი ჯვარი (მისი პარტნიორი - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება), „გადავარჩინოთ ბავშვები“ და „არბარიტერ-სამარიტერთა კავშირი“ (ASB).

1996 წლიდან, „ბუნებრივი კატასტროფებისგან სიცოცხლისა და საარსებო პირობების დაცვა და მზაობა“ ევროკომისიის კატასტროფების მიმართ მზაობის პროგრამის '"DIPECHO" ძირითად პრინციპს წარმოადგენს. 
„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ DIPECHO-ს პროგრამის მეშვეობით, 20 წელია უკვე წვლილი შეგვაქვს ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაში, ვაძლიერებთ მოსახლეობის მზაობას ბუნებრივი კატასტროფების მიმართ და ვაძლიერებთ მათ მედეგობას საგანგებო სიტუაციებისთვის. კატასტროფებისთვის მზაობა და შემდგომი რეაბილიტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“, განაცხადა ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის პროგრამების ხელმძღვანელმა (Juha Auvinen). 
„თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“- პროგრამის მეოთხე ფაზა ამაწლის გაზაფხულზე დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს მედეგობის გაძლიერებას და მოსახლეობისა და ადგილობრივი სამთავრობო უწყებების მოწყვლადობის შემცირებას კატასტროფების საფრთხის ქვეშ მყოფ ადგილებში. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობაზე - ბავშვებზე, ქალებსა და ახალგაზრდებზე სპეციალური აქცენტი კეთდება. პროგრამა ცდილობს, რომ გააძლიეროს ადგილობრივი თემებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების შესაძლებლბები, რათა უფრო მომზადებულები იყვნენ კატასტროფების რისკების მიმართ. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს განათლების სისტემაში და ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვისას კატასტროფების რისკების მართვისა და რისკების შემცირების საკითხების გათვალისწინებას. პროგრამასთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან ეროვნული, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობა და ამასთან ერთად, პროგრამა ხელს უწყობს კატასტროფების რისკების შემცირების პოლიტიკისა და კანონმდებლობის განვითარებას პროგრამის მიერ შემუშავებული კარგი გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვისა და მდგრადი განვითარების მიზნით.

  • AGAJ