სიახლეები

სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსის შეხვედრა

სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსის შეხვედრა

2016 წლის 9 ივნისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსის მორიგი სხდომა. სხდომაზე წევრები გაეცნენ სამუშაო ჯგუფებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებს, ასევე ოქსფამის მიერ ჩატარებულ კვლევებს, მცირე ფერმერული მოძრაობის ხელშემწყობი სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმისა და სასურსათო უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა ქსელის ანალიზის შესახებ. 
ალიანსის შემადგენლობას დაემატა ექვსი ახალი ორგანიზაცია (ფონდი ”ტასო”, იძულებით გადაადგილებილ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა”, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება, ISET, UNICEF) რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების საკითხების ერთობლივ ადვოკატირებაში, ასევე სათანადო საჭიროებათა დადგენისა და ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავების პროცესში. 
ალიანსის სხდომას დამკვირვებელთა სტატუსით ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

  • AGAJ