სიახლეები

სტუდენტთა და ახალგაზრდა პროფესიონალთა კონკურსი ონლაინ პლატფრომის მოდელის შესაქმნელად

სტუდენტთა და ახალგაზრდა პროფესიონალთა კონკურსი ონლაინ პლატფრომის მოდელის შესაქმნელად

2019 წლის, 1 მარტს, შავი ზღვის ქვეყნების პროგრამა მდგრადი სოფლის ტურიზმის შესახებ წარმოამდგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტში, ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებასთან ერთად მოაწყო რამოდენიმე დღიანი ღონისძიება Hackathon, რომლის მიზანია სტუდნეტებისა და ახალგაზრდა პროფეისონალების ჩართულობით შეიქმნას BSST ონლაინ პლატფრომის მოდელი. ღონისძიებაში ძირითადად მონაწილეობდნენ მე-3 ,მე-4 კურსის სტუდენტები, ახალი კურსადამთავრებულები და ახალგაზრდა პროფესიონალები რომლებსაც გამოცდილება აქვთ ვებსაიტის დიზაინის, ანალიტიკის, პროდუქტის მენეჯმენტის, ციფრული მარკეტინგის და ტურიზმის სფეროში.
გამარჯვებულთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია, კონცეფცია, ინოვაცია, ტექნიკური განხორციელება, დიზაინი და პრეზენტაცია. სტუდენტენს ეძლევათ შანსი ახალი გამოცდილება მიიღონ და გამოსცადონ თავინთი თავი ვებგვერდის შექმნაში, გაიგონ მეტი მდგრადი ტურიზმის შესახებ, დაეხმარონ სოფლად თემებს და მათ განვითარებაზე იქონიონ ზეგავლენა და ასევე გაამდიდრონ თავიანთი რეზიუმე და კავშირები.
ორგანიზატორებმა გააკეთეს მოკლე მიმოხილვა BSST პროგრამის, მდგრადი ტურიზმისა და დავალების შინაარსზე.
ბრიჯის წარმომდგენელი სტუდენტებს ესაუბრა ბრიჯის საქმიანობის, თემის განვითარებისა და სოფლად ტურიზმის შესახებ.
ღინისძიებას ასევე ესწრებოდნენ ნუკრიანის სათემო კავშირისა და ყაზბეგის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წევრები, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მათი საქმიანობის შესახებ და გაუზიარეს დამსწრეებს თავიანთი გამოცდილება ტურიზმის სფეროში.
შავი ზღვის ქვეყნების პროგრამა მდგრადი სოფლის ტურიზმის შესახებ (BSST) შავი ზღვის ქვეყნების პროგრამა მდგრადი სოფლის ტურიზმის შესახებ (BSST) წარმოადგენს სოციალურ საწარმოს ორგანიზებულს დიდი ბრიტანეთის ჰიბრიდული არაკომერციული კომპანიის“ სოფლად მდგრადი განვიათარება ინთერნეიშენალ-ის“ (Sustainable Rural Development International/ SRDI) მიერ; პირველადი მონაწილე ქვეყნებია უკრაინა, საქართველო და თურქეთი. გასულ წელს „ბრიჯი“ გახდა აღნიშნული პროგრამის ადგილობირვი პარტნიორი საქართველოში.
პროგრამის მიზანია შავი ზღვის რეგიონში შექმნას სოფლის ტურიზმის ქსელი, რომელიც მიმართულია მდგრადი და ეკონომიკური განვითარებისაკენ, კულტურის შენარჩუნებისა და ეკოსისტემის დაცვისაკენ და ამავდროულად მოგზაურობისათვის წარმოადგენს შთამბეჭდავ ტურისტულ სანახაობას.
პროგრამა ეფუძნება თემების/სოფლების ჩართულობას და მოითხოვს კერძო სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო პირების ორგანიზებულ მონაწილეობას. თემებმა უნდა შეიმუშაონ და მართონ ინტეგრირებული გეგმა, რათა სოფლად განვითარდეს საპასუხისმგებლო ტურიზმი ბრიჯის როგორც ადგილობრივი პარტნიორის და საერთაშორისო კომპანია SRDI დახმარებით.
თემები, რომლებიც შეესაბამებიან შერჩეულ ძირითად კრიტერიუმებს გახდებიან უშუალო წევრები, ბრენდირებული იქნებიან როგორც შავი ზღვის საზოგადოებები და ექნებათ საკუთარი გვერდი შავი ზღვის ქვეყნების პროგრამა მდგრადი სოფლის ტურიზმის შესახებ (BSST-ის) ვებ გვერდზე.

  • AGAJ