ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება

ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება

”ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება”  ლატარიის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი სახელწოდებით: „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება - ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“

პროექტი მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების საარსებო პირობების გაუმჯობესებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოების  და ქალთა ეკონომიკური ლიდერობის წახალისების კუთხით.

პროექტის განხორციელება  2015 წელს დაიწყო და ძირითადად მოიცავდა  საქართველოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 5 თემს,  ესენია: წინამძღვრიანთკარი, ფასანაური, ნიჩბისი, შარახევი და საგურამო.

პროექტის ბენეფიციარები სამიზნე რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ძირითადად ქალები იყვნენ. ადგილობრივი პრობლემების გადაჭრისთვის პროექტი ქალთა და თემის სხვა წარმომადგენელთა  ადვოკატირების უნარ-ჩვევების განვითარებას და ეკონომიკურ გააქტიურებას უწყობდა ხელს.

  • AGAJ