ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა

ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა

პროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი  ვაჭრობის მხარდასაჭერად  ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მიერ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება აღნიშნული პროექტის პარტნიორობის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის კოორდინაციას.

პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA), ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებზე (SME) სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვის პარალელურად, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ბრიჯი“, როგორც აღნიშნული ალიანსის წევრი და კოორდინატორი ორგანიზაცია, მხარს უჭერს ალიანსს ერთობლივი ადვოკატირებისა და ლობირების საქმეში, ასევე ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის განხორციელების ზედამხედველობაში. ვინაიდან კვლევითი და დოკუმენტური ბაზის ფორმირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეფექტური პოლიტიკური დიალოგისთვის, „ბრიჯი“ აქტიურად ეხმარება  ალიანსს   იმ სფეროთა იდენტიფიცირებაში, რომელთა გაუმჯობესება და ამ მიზნით საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზემო აღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით ბრიჯი უზრუნველყოფს ალიანსის მხარდაჭერას და ამ მიმართულებით ხელისშემწყობი ღონისძიებების გატარებას პროექტის პარტნიორებთან ერთად.

  • AGAJ