ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა

„ბრიჯი“ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად „გადავრჩინოთ ბავშვები“ ახორციელებს ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის. DIPECHO-ს მიერ დაფინანსებულ პროექტს “ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში”. პროექტი ხორციელდება კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში და მისი მიზანია  მოწყვლადი ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კატასტროფებისადმი მედეგობის გაძლიერება, ბუნებრივი კატასტროფების ზემოქმედების შემცირების, მოსამზადებელი ღონისძიებების  და რეაგირების მოდელების  გაძლიერება-დუბლირების საშუალებით. 

პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ჯგუფებისა და ადგილობრივ ხელისუფლების ცნობადობის ამაღლება ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ და ბუნებრივი კატასტროფების მართვის დღესდღეობით არსებული მოდელების დანერგვა, ქალებისა და კაცების, მოწყვლადი ჯგუფების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, ახალგაზრდებისა და ხანშიშესული მოქალაქეების ჩართულობით.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე  ეროვნული მედეგობის ფორუმის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი პლატფორმის შექმნას, სადაც გაერთიანებულია ყველა დაინტერესებული მხარე სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც ჩართულნი არიან ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების, კლიმატის ცვლილების, ადაპტირების და გარემოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში სამიზნე რეგიონებში დაარსდა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების რესურს ცენტრები. შეირჩნენ და გადამზადნენ ადგილობრივი მოხალისე მაშველები. განხორციელდა მცირე სამიტიგაციო პროექტები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და პრიორიტებების მიხედვით იყო შერჩეული. 

  • AGAJ