დონორები

ოქსფამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს სიღარიბის დასაძლევად. „ოქსფამ-დიდი ბრიტანეთი“ (Oxfam GB) არის  დამოუკიდებელი, 17 ორგანიზაციისგან შემდგარი კონფედერაციის „ოქსფამ ინთერნეიშენალის“წევრი ორგანიზაცია. „ოქსფამის“ ხედვაა მსოფლიო სიღარიბის გარეშე, მსოფლიო, სადაც ხალხს შეუძლია გავლენა  მოახდინოს იმ გადაწყვეტილებებზე,  რომლებიც  ცვლიან მათ ცხოვრებას, გამოიყენოს საკუთარი უფლებები და განსაზღვროს საკუთარი პასუხისმგებლობები. მსოფლიოს მაშტაბით ოქსფამი ეძებს პრაქტიკულ და ინოვაციურ გზებს ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ სიღარიბისგან თავის დახსნა. ოქსფამი მუშაობს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და მოწყვლად ქალებთან და კაცებთან სიღარიბის გამომწვევი უსამართლობის აღმოსაფხვრელად.
ეროვნული ლატარიის ფონდი (BLF) გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც პასუხისმგებელია  ეროვნული ლატარიის  მიერ მოძიებული ფონდების  განაწილებაზე ქველმოქმედების მიზნით.ეროვნული ლატარიის ფონდი აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც გამიზნულია სხვადასხვა თემებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად. ფონდი აფინანსებს პროექტებს ჯანდაცვის, განათლების და გარემოს დაცვის სფეროებში. 2004 წლიდან ფონდმა 6.2 მილიარდი ფუნტი გაიღო 130 000 პროექტის დასაფინანსებლად. 

 

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის  სტრუქტურაა. სხვა    ფედერალურ სტრუქტურებთან ერთად, SDC პასუხისმგებელია  შვეიცარიის საერთაშორისო   განვითარების საკითხების და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაციაზე და ასევე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით გაწეულ საქმიანობებზე.  

                      

სლოვაკეთმა შექმნა საკუთარი ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩო განვითარების ხელშეწყობისთვის. სწორედ ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფუძნა და მისი საბიუჯეტო ორგანიზაცია. სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო პასუხისმგებელია განვითარების ორმხრხივი და სამმხრივი პროექტების მართვაზე სამინისტროს შიგნით. იგი წარმოადგენს ორმხრივი პროგრამების ადმინისტრირების და კონტრაქტირების ერთეულს.  მის მოვალეობებში შედის განვითარების ორმხრივი და სამმხრივი პროქეტების კონტრაქტირება, იმპლემენტაცია, მონიტორინგი და შეფასება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი არის ბრატისლავაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთის რესპუბლიკის და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ, შტირინში (ჩეხეთის რესპუბლიკა) 2000 წლის 9 ივნისს. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეებისა და ინსტიტიციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, როგორც ვიშეგრადის რეგიონის ქვეყნებს შორის ასევე, ამ რეგიონის და სხვა ქვეყნებს შორის., განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. ფონდი წარმართავს რამდენიმე საგრანტო პროგრამას. გრანტები გაიცემა ორიგინალური პროექტების დასაფინანსებლად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კულტურა, მეცნიერება და კვლევა, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და ტურიზმის ხელშეწყობა ისევე როგორც სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.

ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში ფუნქციონირება 2006 წელს, დაბრუნებული მოსახლეობის რეინტეგრაციის ხელშეწყობით დაიწყო. დღესღეობით, საქმიანობის დაწყებიდან 10 წლის თავზე, PIN-ის მისია საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამოსავალ პრინციპს კვლავ წარმოადგენს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უზრუნველყოფა უფლებით თავისუფლად განკარგონ საკუთარი სიცოცხლე. საქართველოში PIN-ის საქმიანობის მთავარი მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, განსაკუთრებით სოფლად. დღესდღეობით, PIN-ი თავის საქმიანობას ახორციელებს თბილისში, ქუთაისსა და ყაზბეგში მოქმედი ცენტრალური ოფისების საშუალებით და თანამშრომლობს 10-ზე მეტ ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციასთან.

 

ორგანიზაცია "გადავრჩინოთ ბავშვები"  არის  ერთ-ერთი  წამყვანი  არასამთავრობო  ორგანიზაცია, რომელიც  მუშაობს  ქვეყანაში მოწყვლადი მოსახლეობის  დასახმარებლად. ძირითადი  მიმართულებებია ჯანდაცვა, განათლება,  ქალებისა და  ახალგაზრდების გაძლიერება, დინამიური  და ინოვაციური პროგრამები, რომელიც  ბენეფიციარებს აძლევს  შესაძლებლობას დამოუკიდებლად განაგრძონ  განვითარება მომავალში.

ორგანიზაციამ  „გადავრჩინოთ ბავშვები“   საქართველოში  მოღვაწეობა დაიწყო 1993  წლიდან  და  მას შემდეგ  ქვეყნის სამთავრობო და  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუებთან ერთად  განახორციელა  რიგი  წარმატებული  პროექტები  ბავშვთა  დაცვის,  ფორმალური და  არაფორმალური განათლების, სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების, მიკროფაინასების,  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, ქალთა  ჯანმრთელობის დაცვის,  STI/HIV-AIDS ინტრევენციიის და  საგანგებო სიტუაციებისადმი მზაობის, მასზე რეაგირებისა და დახმარების  კუთხით.

 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) არის გაეროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ბაზირებული რომში, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრაზე მუშაობს.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი საქართველოში მოღვაწეობს 1997 წლიდან. ამ წლების განმავლობაში განხორციელებულია ოთხი პროექტი და მიმდინარეობს მეხუთე პროექტი.  ინვესტირებულია 51.6 მილიონი აშშ დოლარი, რომელმაც სარგებელი მოუტანა 103,092 ოჯახს სოფლად.

 

 

 

 


 

 

 


 

 

  • AGAJ